112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში არსებული ცოდნის მიცემა და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. კურსდამთავრებული შეძლებს საქმიანობას იურისტის ყველა იმ პოზიციაზე, რომელიც არ საჭიროებს შესაბამისი სერტიფიკატის ქონას. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს. სტუდენტს შეეძლება სპეციალობის არჩევა 4 წლიანი პროგრამის ბოლო 2 წლის განმავლობაში (საჯარო, კერძო, სისხლის და საპოლიციო სამართალი).

რატომ შსს აკადემია?

  • დასაქმების რეალური შანსი
  • სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის
  • საწარმოო პრაქტიკა სამართალდამცავ ორგანოებში
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები
  • მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა
  • რეალური სასწავლო დრო და პირობები
  • უსაფრთხო გარემო

სწავლის ხელმისაწვდომი საფასური - 2000 ლარი

მიღების წესები:

● საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირმა უნდა გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რექტორის აქტით დადგენილ ვადებში გაიაროს რეგისტრაცია და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე, რომლის ფორმას აბიტურიენტი აკადემიაში მიიღებს;
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ელ. ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით (ელ. ვერსია CD-ზე);
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ჩვეულებრივი და არა ბიომეტრული) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).
www.policeacademy.gov.ge