შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი ...
24-03-2020

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ წესრიგის დაცვას.
ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.