შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მაშველებმა 3 ლიტველ ტურისტს მყისიერი დახმარება აღმოუჩინეს
30-07-2017

მაშველებმა 3 ლიტველ ტურისტს მყისიერი დახმარება აღმოუჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მწვერვალ თეთნულდზე ლიტველი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა მოახდინა ოპერატიული რეაგირება და მაქსიმალურად მოკლე დროში 3 ლიტველი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

შეზღუდული ხილვადობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მაშველებს და ტურისტებს გზა აღარ გაუგრძელებიათ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ტურისტებთან ერთად დარჩნენ და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნეს.

მას შემდეგ, რაც ხილვადობა აღდგა, მაშველებმა ლიტველი სტუმრები მთიდან სრულიად უვნებლად ჩამოიყვანეს.