შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მეხანძრე–მაშველებმა ბათუმში მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება გამართეს
09-12-2015

მეხანძრე–მაშველებმა ბათუმში მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება გამართეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის სკოლის „შპს გიმნაზია 21-ე საუკუნე“ მოსწავლეებისა და პერსონალისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გამართეს. სწავლების ,,მეხანძრე-მაშველი მომავალი თაობის უსაფრთხოების სამსახურში“ ფარგლებში მეხანძრე–მაშველებმა მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალის იმიტირებული ევაკუაცია განახორციელეს, „დაშავებულები" სპეციალური საკაცით სკოლის შენობიდან ჩამოიყვანეს.
ღონისძიების მიზანი სხვადასხვა ინციდენტზე საგანმანათლებლო დაწესებულების კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მოსწავლეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა.