შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს მადლობის სიგელე...
21-03-2016

მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს მადლობის სიგელები და მედლები გადაეცათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი მღებრიშვილის მადლობის სიგელები და სხვადასხვა ჯილდო გადასცა. მინისტრის მოადგილემ მესაზღვრეებს სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატება და საქართველოს გაძლიერება უსურვა.