დროებითი მოთავსების იზოლატორი წარმოადგენს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფს, რომლის ფუნქციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსება, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა მოთავსება. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 37 დროებითი მოთავსების იზოლატორი.