112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სამართლებრივი განვითარების პროგრამა (მეორე ეტაპი)

2008 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო ორგანიზაციამ 'PH-International" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შესთავაზა სამართლებრივი განათლების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ დააფინანსა.

საპილოტე პროგრამამ, რომლის მიზანს საქართველოში მოზარდებთან მომუშავე საგანმანათლებლო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, წარმატებით ჩაიარა. საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო 2009 წლის იანვარში და ორი თვე გაგრძელდა.

პროგრამის ფარგლებში მომზადდა ორი სახელმძღვანელო - ერთი მოსწავლეებისათვის და მეორე - მასწავლებლებისა და სამართალდამცველებისათვის. სამართლებრივი კულტურის პროგრამა ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში შერწყმული საგანმანათლებლო პროგრამა. ასეთმა მიდგომამ არ გაზარდა მოსწავლე-მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა და გააძლიერა იმ საკითხების შესწავლის ეფექტიანობა, რომლებიც თანმხვედრია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების და ამ პროგრამისთვის.

სამართლებრივი განვითარების პროგრამამ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისათვის კანონიერების კულტურა და ამ საქმეში, სწორედ, სამართალდამცველების მონაწილეობა. აღნიშნულის შედეგად წელს გაიზარდა ფორმატი და ამჟამად 'სამართლებრივი განვითარების პროგრამა~ -ში ჩართულია 40 სკოლა. პროგრამის მეორე ეტაპისათვის ტრეინინგები ჩაუტარდა 40 სამოქალაქო განათლების პედაგოგს და 45 სამართალდამცავს.

პილოტირების კურსის შეფასების შედეგად, გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი სხვადასხვა სახის აქტივობებთან მიმართებაში: იმიტირებული სასამართლო პროცესი, თამაშები, კაზუსების განხილვა და გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიება. ამდენად მნიშვნელოვანი გახდა ამგვარი აქტივობების რაოდენობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამის უკეთესს ათვისებას. ასევე გაიზარდა მოსწავლეთა სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებითი დატვირთვა და პროგრამა სხვადასხვა ვიდეომასალით აღიჭურვა.

25 ოქტომბრიდან დაიწყო სწავლება შერჩეულ სკოლებში, რაც შეეხება სახელმძღვანელოს იგი მოიცავს 8 თემას და გათვლილია 14-16 საგაკვეთილო საათზე:

1. ვინ არის სამართალდამცავი;

2. არასრულწლოვანი და კანონი;

3. სასამართლო;

4. როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები;

5. გულგრილობა და თანამშრომლობა

6. მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისაგან თავდაცვა;

7. ორგანიზებული დანაშაული;

8. ჩემი სამართლიანი არჩევანი.

პროგარამა საგაკვეთილო სესიების გარდა ითვალისწინებს შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს სამართალდამცავების უშუალო მონაწილეობით.