112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

წვრთნისა და კარიერის სისტემის განვითარება საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში

2007 წელს დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი N TASIS/2007/140835 სახელწოდებით "წვრთნისა და კარიერის სისტემის განვითარება საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში". პროექტი შემუშავადა ფინეთის სასაზღვრო უწყების ექსპერტების მიერ და დასრულდა 2008 წლის ივლისში.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა:

  • საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაცია და საზღვრის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • ევროპის გარე საზღვრების უსაფრთხოების მოდელის განვითარების მხარდაჭერა.

პროექტის სპეციფიურ ამოცანებს წარმოადგენდა:

  • საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერა კადრების სამმართველოში სწავლების დაგეგმვის განყოფილების განვითარების საქმეში;
  • სასაზღვრო პოლიციის პერსონალისათვის წვრთნისა და კარიერის განვითარების სისტემის დაგეგმვისა და დანერგვის ხელშეწყობა, რაც ასევე მოიცავს ოფიცერთა მომზადებას და მესაზღვრეთა მაღალი დონის სასწავლო პროგრამის შემუშავებას.

შედეგად პროექტის ფარგლებში შემუშავდა სასაზღვრო პოლიციის პერსონალის წვრთნისა და კარიერის განვითარების ყოვლისმომცველი სისტემა და უმცროს ოფიცერთა სასწავლო პროგრამები.