112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

თანამშრომლობის ფორმა და საშუალებები

სუამ-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სფერო მუდმივად ფართოვდება. სუამ-ის მასშტაბით არსებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრი ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის დაცული საშუალებებით გავრცელებასა და ამგვარი ინფორმაციის ანალიზს. ვირტუალური ცენტრის საქმიანობა მიმართულია სამართალდამცავი ცენტრის მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილების და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე სათანადო რეაქციისაკენ. სუამ-ის ცენტრი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რათა მონაწილეობა მიიღოს ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბით გაცვლაში. სუამ-ის ეროვნული ცენტრის მამოძრავებელი ძალა მდგომარეობს რეგიონალური ასოციაციის შექმნაში, რაც მიმართულია წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ.

სამართალდამცავი ცენტრი მხარს უჭერს საინფორმაციო პროგრამებს, რომელიც მდგომარეობს რეგიონში ოპერატიული სიტუაციის შეფასებაში. ცენტრი სათავეში უდგას საერთო პროგრამებს სამართალდამცავ სფეროში, რისთვისაც იყენებს თითოეული წევრი ქვეყნის შესაძლებლობას და კომპეტენციას. მონაცემთა გაცვლისთვის ეროვნული ცენტრი იყენებს უახლეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის ავტომატურ დამუშავებას და საინფორმაციო ბაზის შექმნა-განახლებას.

ეროვნული ცენტრი დახმარებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს და მათ ოფიცრებს ინფრომაციის დროულ ანალიზსა და უსაფრთხო გავრცელებაში, სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში, საფრთხის შეფასებაში და სუამ-ის წევრი ქვეყნების სხვა ინტერესთა დაცვაში. ამისათვის იგი შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:

• მუშაობის ინტერაქტიურ რეჟიმში ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა;

• საერთო რეგიონალური ოპერაციების დროს ოპერატიული ინფორმაციის ავტომატური გაცვლა;

• ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომლის სამოქმედო მიზანი საერთაშორისო კრიმინალური ქსელებია;

• სამართალდამცავ სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი და მოსალოდნელ საფრთხეთა ადეკვატური შეფასება;

• გაერთიანებული საინფორმაციო ბანკის შექმნა, რისი მიზანიც ეროვნული ანალიტიკური შესაძლებლობების გაფართოებაა;

• სუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო ანალიტიკური სისტემის საფუძველზე ეროვნული სამართალდამცავი ცენტრის ტექნიკური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა.