შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მოთხილამურე პატრული თეთნულდზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
24-12-2016

მოთხილამურე პატრული თეთნულდზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე სვანეთში, თეთნულდის ახალი სამთო-სათხილამურიო ტრასის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაიცავს.

დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს.