შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის - ბესო ქათამაძის ცემის ფ...
15-06-2018

ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის - ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი დეპუტატს ”ქართული ოცნებიდან” - ტარიელ აროშიძეს წარედგინა

მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის - ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას საავადმყოფოში მკურნალობენ.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს.

საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.