შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავა
23-05-2020

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.