შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სა...
16-09-2020

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი - მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.