შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი...
25-02-2014

სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

2014 წლის 25 თებერვალს გაიმართა სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საზღვრის მართვის სტრატეგიის პროექტის საბოლოო ტექსტი. მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილების თანახმად, სპეციალურად შექმნილ უწყებათშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარეობით, სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავება და 2014 წლის 1 მარტამდე მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაევალა. საზღვრის მართვის სტრატეგიის პროექტი მთავრობას წარედგინება მთავრობის მორიგ სხდომაზე.