შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილ...
28-05-2015

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის ოჯახის წევრები იმ ბინაში მივიდნენ, რომლის გასაღები შს მინისტრმა მათ გუშინ ბორჯომში გადასცა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის ოჯახის წევრები დღეს იმ ბინაში მივიდნენ, რომლის გასაღები მათ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ბორჯომში, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერისა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნის ცერემონიაზე პირადად გადასცა. კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიდ დიღომში მდებარეობს.