შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
07-02-2015

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება.

სულ ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).