შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტება დარიალის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის მ...
14-09-2014

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტება დარიალის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით

საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო-გამტარი პუნქტი დარიალი დღეის მდგომარეობით მუშაობს შემდეგი რეჟიმით: დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე. ეს განპირობებულია იმით, რომ ღამის პირობებში, ნულოვანი ხილვადობის დროს შეუძლებელია რისკის მქონე მონაკვეთების ვიზუალური გაკონტროლება.