შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციამ ახალი წლის ღამეს მოქალაქეები ტკბილეულით დაასაჩუქრა
01-01-2016

საპატრულო პოლიციამ ახალი წლის ღამეს მოქალაქეები ტკბილეულით დაასაჩუქრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს სიურპრიზი მოუმზადეს. დედაქალაქის მასშტაბით, საპატრულო ეკიპაჟები მძღოლებს სამინისტროს მილოცვას და ტკბილეულს გადასცემდნენ. საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.