შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპოლიციო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ ...
22-02-2016

საპოლიციო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებულ იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, რუსეთის ფედერაციის 1 მოქალაქე.

გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:

1.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;

2.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) 15 ფაქტი;

3.ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ის 273-ე მუხლი) 24 ფაქტი;

4.ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;

სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:


1.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 71 ფაქტი;

2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;

3.დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი;

4.ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;

5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ის 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;

სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი - სსკ-ის 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ის 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ის 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 273-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ის 117-ე მუხლით.