შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ომალოში სექტორებს ესტუმრა
06-01-2014

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ომალოში სექტორებს ესტუმრა

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით, შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უწყების ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სექტორებს – ომალოს და გირევს ესტუმრა, მესაზღვრეების საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას პირადად დაესწრო.

ზურაბ გამეზარდაშვილმა მესაზღვრეებს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, საჩუქრები გადასცა და 2014 წლის გეგმებზე ისაუბრა.