შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს ზუგდიდის რაიონში შეხვდა
01-01-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს ზუგდიდის რაიონში შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ახალ წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად შეხვდა.

მინისტრი განმუხურში, ანაკლიაში, შამგონასა და რუხში განლაგებულ საგუშაგოებს ეწვია და იქ მომსახურე თანამშრომლებს 2014 წლის დადგომა მიულოცა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ ზუგდიდში სამეგრელოს სამხარეო მთავარი სამმართველოც მოინახულა და თანაშრომლებს გასული წლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.