შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერ...
28-06-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლით დახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი „ნატო“-ში კესტუტის ჯანკაუსკა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში 27-28 ივნისს მეცხრედ გაიმართა. კონფერენციის მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს თავდაცვის კონფერენცია ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პოლიტიკის ფორუმად, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს მიმოიხილავს, როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო კუთხით.