შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ფილმი „შინდისის გმირების” ჩვენებას დაესწრო
27-09-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი ფილმი „შინდისის გმირების” ჩვენებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებას დაესწრო.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „შინდისის გმირები" რეჟისორმა დიტო ცინცაძემ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაიღო და ის შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება.

შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენების დაწყებამდე შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.