შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა
21-01-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ ანტი ტურუნენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში განახლების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა გაეროს სპეციალურ წარმომადგენლობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაწეული ღვაწლისა და შრომისათვის.