შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
29-05-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს თანადგომისთვის და ხაზი გაუსვა ნატო-სთან თანამშრომლობის არეალის გაფართოების აუცილებლობას.