შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
24-10-2018

შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დოუმას შეხვდა.

გიორგი გახარიამ იოჰანეს დოუმას სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარია და იოჰანეს დოუმა საქართველო-ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.