შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვე...
08-08-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 გმირის სულის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.