შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
24-06-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს და მის კოლეგებს შეხვდა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და UNICEF-ის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტები და ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს, ერთმანეთს გაუზიარეს განახლებული ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე.
დისკუსიისას აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შექმნას უკავშირდება.
ღასან ხალილმა დააფიქსირა ორგანიზაციის მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
შეხვედრაზე გამოიკვეთა სფეროები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან და შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს.