შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75...
16-12-2023

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.
ჟენევაში საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი − ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების პარალელურად, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ყაზახეთის, გაეროს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.