შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გურიაში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათ...
26-09-2014

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გურიაში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძესთან და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გურიაში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

გურიაში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, წყლის სათავე ნაგებობაზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.