შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის სამძიმრის წერილი ფრანგ კოლეგას
09-01-2015

შინაგან საქმეთა მინისტრის სამძიმრის წერილი ფრანგ კოლეგას


საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს
მის აღმატებულებას, ბატონ ბერნარ კაზენიოვს


ბატონო მინისტრო,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მსურს ჩვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოვუცხადო ფრანგ ხალხს ამ მძიმე და მწუხარე დროს. ჩვენ ფიქრებითა და ლოცვებით ვართ ფრანგ ხალხთან, დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეეხო ეს საზარელი აქტი.

ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიის დასაცავად.


პატივისცემით,

ალექსანდრე ჭიკაიძე