შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი წელი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე მომს...
01-01-2015

შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი წელი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე მომსახურე პოლიციელებს მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე საგუშაგოები მოინახულა და იქ მომსახურე პოლიციელებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. მინისტრი ასევე გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის - ზურაბ ბიბილურის ოჯახის წევრებს ეწვია, ახალი წლის დადგომა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ალექსანდრე ჭიკაიძე ახალ წელს კარალეთში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ბაზაზე მომსახურე პოლიციელებთან ერთად შეხვდა. მინისტრმა რადიოხაზის საშუალებით ახალი წელი აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ყველა საგუშაგოს თანამშრომლებს მიულოცა.