შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამარ...
16-06-2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გეკა გელაძემ, პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.