შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამ...
09-05-2014

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

9 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს ულოცავს და მათ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.