შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საი...
23-12-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო-შემეცნებით კამპანიას განაგრძობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კამპანიაში ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებიც ჩაერთო. შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები დაურიგეს.

კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.