შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდ...
19-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ვ.მ. პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის რაიონში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან ერთად, სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.