შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე...
06-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.ჯ.-მ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწია და იქ გამოფენილი მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.