შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-თან მომხდარი ინციდენტის გამ...
21-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა

2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქართული მარშის წევრები: მ.ა., ვ.ს., ი.დ., გ.ო. და ლ. ნ. დაკავებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა.