შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა
20-07-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.
ალექსანდრე დარახველიძემ ახლადდანიშნულ რექტორთან ერთად აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ზურაბ ზუბადალაშვილი შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
ზურაბ ზუბადალაშვილი უწყებაში 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.