შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს მეკავშ...
27-08-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს მეკავშირე ოფიცერი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვივნენ დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს მეკავშირე ოფიცერი ბატონი მაიკლ ფილიპსი და მისი შემცვლელი ამ პოსტზე ქალბატონი ჯოანა ალექსანდერი, რომელიც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც ქალბატონი ჯოანა ალექსანდერი გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას, სხვადასხვა უწყებათა საქმიანობას, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრებზე ასევე განიხილა როგორც ოპერატიული ისე არაოპერატიული თანამშრომლობის ფორმები და სამომავლო გეგმები. დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ოფიცერი განთავსებულია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში.