შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
15-06-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება თბილისში, ფონიჭალაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით. მიმდინარეობს ყველა აუცილებელი და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტზე სამინისტრო რეაგირებას ოპერატიულად, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოახდენს.