შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
18-06-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდი „13 ივნისი“ და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.