შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშა...
30-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე რეაგირების შესახებ

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის:

ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე:

  • საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი;
  • საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) - 4 ფაქტი;
  • საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) - 1 ფაქტი;

არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე:

  • საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) - 1 ფაქტი;
  • საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) - 1 ფაქტი;
  • საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) - 1 ფაქტი;
  • საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) - 2 ფაქტი;

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე:

  • საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) - 2 ფაქტი;
  • საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) - 4 ფაქტი;

იხილეთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ: