შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის წევრი ევროპის ჩემპიონი გახდა
12-10-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის წევრი ევროპის ჩემპიონი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი "MIA FORCE"-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ევროპის ჩემპიონატი 6 ეტაპად ჩატარდა. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომებმა უმასპინძლეს.

დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში იასპარეზა და შეჯიბრის ხუთი ეტაპი წარმატებით გაიარა. ჩემპიონატის ფინალურ, ენა პერგუზას (იტალია, სიცილია) ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა წრე 1 წუთსა და 49 წამში დაფარა და ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჩემპიონატის ფარგლებში, კლუბ "MIA FORCE"-ის პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი "Engstler Motorsport"-ია, რომელმაც ქართველი სპორტსმენის სათანადო მომსახურება უზრუნველყო.