შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავ...
18-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუმრები საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ.

მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.