შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში მიიღო მონაწილე...
03-05-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში მიიღო მონაწილეობა

3 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა პროექტ „დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!“-ს ფარგლებში, ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად, მსოფლიოს მასშტაბით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ერთდროულად 5 კონტინეტზე, 35 ქვეყანაში ჩატარდა.

საქართველოში საერთაშორისო მარათონი კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართა.

საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული ფული სრულად გადაერიცხება „Wings For Life“-ის კვლევის ფონდს. თანხა იმ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება, რომელთა საშუალებითაც ზურგის ტვინის დაავადებების განკურნება შესაძლებელი გახდება.