შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი მიერ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრ...
31-08-2015

შს მინისტრი მიერ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტის ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საპარტნიორო ფონდის, კორეულ კომპანია K-Water-ის, საქართველოს მთავრობის, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტის ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრო. ხელის მოწერის ცერემონია თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.