შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული ...
08-09-2015

შს მინისტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და თავის წინამორბედებს - გიორგი მღებრიშვილსა და სოზარ სუბარს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.