შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი თავდაცვის სამინისტროში უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრას დაესწრო
17-02-2014

შს მინისტრი თავდაცვის სამინისტროში უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ძალოვან უწყებებს შორის უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოლეგა ძალოვანი უწყებიდან ალექსანდრე ჭიკაიძე მიიღო. რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის და შს მინისტრების მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის და შს სამინისტროების სხვა ხელმძღვანელი პირები.
მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს და ორივე უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ძალოვან სამინისტროებს შორის სამუშაო შეხვედრა უკვე მეოთხედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.