შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
09-06-2015

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბერაია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროექტის განხილვა იყო.
შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს, გააცნეს შემდგომი პრიორიტეტები და საჭიროებებიც.